Monday, September 12, 2011

სასწავლო პროექტი

1.პროექტის  სახელქწოდება:  XXI  საუკუნე   და  ადამიანი
2.პროექტის  მთავარი  თემა:“ როგორ  ავიცილოთ  თავიდან  შიდსი“
3.პროექტის  აქტუალობა:  თანამედროვე  მსოფლიოს  ერთ–ერთი  მთავარი  პრობლემაა  შიდსი   და  ის  სავალალო  შედეგები , რომლებიც   გამოწვეულია
ამ   დაავადების  გამო.მოსწავლეები  გაეცნობიან  და მოიძიებენ ინფორმაციას შიდსის  შესახებ,შესაძლოა ამ   პრობლემის  შეხახებ  გაესაუბრონ  ამ  დაავადებით  დაავადებულებს,  ფსიქოლოგებს და  თვითონ  მიხვდნენ  თუ რა შედეგები   მოყვება ამ  დაავადებას.
4.პროექტის  მიზნები:მოსწავლე   თვითონ   მივიდეს  იმ   დასკვნამდე,  თუ  როგორ   უნდა იცხოვროს  ისე, რომ   თავიდან  აიცილოს   ეს  მომაკვდინებელი  სენი.
მოსწავლეს  უნდა  შეეძლოს  პრობლემის  თავიდან  აცილების  გზების  ძიება  და 
საუკეთესო  ვარიანტის  შერჩევა.უნდა   გაიაზროს  რამდენად  მწვავედ   დგას  ეს  პრობლემა   ჩვენს ქვეყანაში  და  რა  გავლენას  ახდენს   ჩვენს  ყოველდღიურ   ცხოვრებაზე.
5.მონაწილეთა  ასაკი: 15–16–17 წლები
6.  ვადები/ხანგრძლოვობა:ორი  კვირა
7.მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,რაც  შეიძლება  შეიქმნას:
ვიდეო  ფილმის  და  ფოტო  კოლაჟის   პრეზენტაცია.სასკოლო  ლონისძიება  კონფერენციის  მოწყობა  თემაზე:“როგორ  ავიცილოთ  თავიდან  შიდსი“
სადაც   მოსწავლეები  წარმოადგენენ  თავიანთ  მიერ  მომზადებულ  მასალებს.
8.პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:წინასწარ   მომზადებული კითხვები,ინტერნეტი, ფსიქოლოგთან  ინტერვიუ,  მოზარდებთან  გამოკითხვა,ვიდეო  მასალა.
9.პროექტის   მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):ინდივიდუალურად  მოსწავლეები  ინაწილებენ  დავალებებს  და  შემდეგ    ახდენენ   მის   დამუშავებას ჯგუფში.
10.საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო   გეგმასთანკავშირი:ლიტერატურა–  ინფორმაციის  დალაგება  და  სწორად  გადმოცემა,  მათემატიკა–სტატისტიკის  გაკეთება, ბიოლოგია–როგორი  ტიპის  დაავადებაა  შიდსი და  როგორ  აისახება  იგი  ადამიანთა  გამრავლებაზე. მოსწავლეები  სწავლობენ  პრობლემის   გამოვლენას და  მისი  აღმოფხვრის  გზების  ძიებას,ეჩვევიან  დამოუკიდებელ  მუშაობას  და  ადამიანაბთან  კომუნიკაციას.
11.  პროექტის  ხელმძღვანელი(მასწავლებელი): გეოგრაფიის  მასწავლებელი  ლიანა   ხუციშვილი.
12.ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:lianachucishvili5@gmail.com